Loading data...
ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ჩაატარეს ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება, რომელშიც ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ასეულებიც მონაწილეობდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მათ პოტენციური მოწინააღმდეგის ასეულზე კონტრშეტევის კომპონენტები ფაზების მიხედვით განახორციელეს.

წვრთნისა და შეფასების სწავლების მიზანია, ქვედანაყოფის მხარდამჭერ კოლექტიურ დავალებებში, მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით, ბატალიონის მომზადება.