1792254330
სამართალი
ყვარელში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა ბიჭს ჭრილობები, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა მიაყენა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.