1742664199
სამართალი
ვანში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ შუაგორაში მეზობელმა მეზობელი მოკლა.
„ინფო იმერეთის“ ცნობით, დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა და არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება კი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის იარაღი სანადირო თოფია.