Loading data...
ვახო სანაიას გზის უკანონოდ გადაკეტვის გამო 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას გზის უკანონოდ გადაკეტვის გამო 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სანაია დღეს დააკავეს.

როგორც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება 13 პირის მიმართ მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.