Loading data...
უბედური შემთხვევა ქუთაისში - ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. 

ადგილობრივების ცნობით, 33 წლის გოგო აივნის მოაჯირს იყო მიყრდნობილი, რა დროსაც მას ფეხი დაუცურდა და გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.