Loading data...
უბედური შემთხვევა ხონში - ტაძარში ფრესკის ხატვისას კაცი ხარაჩოდან გადმოვარდა და დაიღუპა

ხონის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ტაძარში ფრესკის ხატვისას ხარაჩოდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა.

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.