1789065977
სამართალი
წყნეთის გზატკეცილზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.