1760165167
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1979 წელს დაბადებული ს.ჯ. ბათუმში დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსჯავრდებული ს.ჯ. უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ, კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.