1730307730
სამართალი
წალენჯიხაში ძმამ ძმა დაჭრა
წალენჯიხის სოფელ მედანში 55 წლის კაცმა 60 წლის ძმა სანადირო თოფით დაჭრა.
არსებული ცნობით, კაცი მუცლის არეში მსუბუქად დაიჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გავრცელებული ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.