Loading data...
გიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები

საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია, გრძელდება. ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები მათ გადასაწყვეტად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა.

მისივე თქმით, სირთულეები განპირობებულია იმ უთანხმოებით, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, დეოკუპაცია.

„საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია, გრძელდება. სირთულეები განპირობებულია იმ უთანხმოებით, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, დეოკუპაცია. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, შეხვედრები, რომ ვიპოვოთ გზები, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გამართა.