Loading data...
თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

შემთხვევა პირველ ნოემბერს, დადიანის ქუჩაზე მოხდა.