Loading data...
თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.

არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობრის დახმარებით ვიდეომტკიცებულების გადაღება შეძლო, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.