1794488924
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5935 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5935 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5933 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8793 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8895 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0516 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 13 ნოემბერს შევა ძალაში.