Loading data...
თბილისში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მუხიანის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი დედასთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც არასრულწლოვნებს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.