Loading data...
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწავლე ფიგურირებს. ერთ შემთხვევაში მეოთხე კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორეში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.

სასწავლო დაწესებულებაში  საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

სხვა დეტალები უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.