Loading data...
დონალდ ტრამპი: თუ დემოკრატები ილონ მასკის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებენ, ჩვენ მას დავიცავთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაიცავს მილიარდერ ილონ მასკს, თუ დემოკრატები კონგრესზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში მის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებენ. წერს axios-ი.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის თავისი ადმინისტრაციის წევრებისა და მოკავშირეებისთვის წინასწარი (პრევენციული) შეწყალებებიც განიხილოს, თუ დემოკრატები გამოძიებას გააგრძელებენ.

მასკის გარდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ის განიხილავს თავისი თანამშრომლებისა და სხვა მოკავშირეების შეწყალების საკითხს, თუ დემოკრატები მათ წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებენ.

„მოვითხოვდი, ამას გავაკეთებდი. რა თქმა უნდა. ამაზე არც კი ვიფიქრებდი, ამას გავაკეთებდი“, - განაცხადა ტრამპმა.

„აქსიოსი“ წერს, რომ მასკმა 2024 წლის არჩევნებში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა და ცოტა ხნის წინ ივარაუდა, რომ 2028 წელს თეთრ სახლში და კონგრესში დემოკრატების გამარჯვება შტატებში დემოკრატიის დასასრულს ნიშნავს.