1772897095
სამართალი
სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე გივი თარგამაძეც დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე გივი თარგამაძეც დაიბარეს.
თუმცა, როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს. იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია, იხილოს განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა“, - განაცხადეს უწყებაში.