Loading data...
სუს-ის უფროსი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს. 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.