Loading data...
სუს-ი: უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პანკისის ხეობის სოფლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

გასულ ღამეს, პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია - ისლამური სახელმწიფოს რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს“, - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ.