Loading data...
სროლა იყო სოფელ მუხრანში - მოკლულია 2 პირი

მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში სროლა იყო. როგორც Newshub.ge-სთვის ხდება ცნობილი, მოკლულია 2 ადამიანი. 

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ორივე პირი მანქანაშია ჩაცხრილული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას გულისხმობს.