1727846225
სამართალი
სპეცოპერაცია თბილისის 5 ღამის კლუბში - დაკავებულია 14 პირი
თბილისში, შარდენის ქუჩაზე ხუთ ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაკავებულია 14 პირი, რომლებიც ძალადობრივი მეთოდებით, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად, თანხებს სძალავდნენ.
„დაკავებულია თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. გაგრძელდება დაკავებები. გამოძიების პროცესში შეიძლება კიდევ გამოიკვეთოს ახალი ფიგურანტები. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს,“ - აღნიშნა კუპატაძემ.