სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში მომხდარ უბედურ შემთხვევას 24 წლის კაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, როგორც „ინფო რუსთავი“ წერს, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ე.წ. ვინჩესტერიდან, გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე [სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.] მუხლებით დაიწყო.