Loading data...
„სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1992 წელს დაბადებულ რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ვ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.