1769859955
სამართალი
შსს-ში აცხადებენ, რომ ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს
პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას შვილი დააკავეს.
როგორც ახალი ამბების სააგენტო newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, ხოლო შემდეგ ავტომანქანას დაეჯახა, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, შემთხვევა ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა, სადაც მილორავა გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა.