Loading data...
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

ქართულ დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი მასპინძლობს.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს კოლეგა მინისტრთან; ამასთან, მხარეები ხელს მოაწერენ უწყებებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველოს დელეგაცია, ასევე, ეწვევა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას.