შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „ETERNITY 2025“
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „ETERNITY 2025“, რომელიც ჩატარდა თურქეთის რესპუბლიკაში (ყარსში). ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლებაში, როგორც კომპიუტერულ, ასევე საველე კომპონენენტებში, ჩართული იყვნენ დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მოსამსახურეები.
„ETERNITY 2025“ სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარებოდა, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას და ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ ქვედანაყოფებსა და უწყებათაშორის ურთიერთთავსებადობის დახვეწას ითვალისწინებს. სწავლება წარმატებით ჩატარდა და დადებითად შეფასდა მონაწილე მხარეების მიერ.
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება სამივე ქვეყანაში რიგრიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება.