შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან მიმდინარე წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და 2025 წლის განმავლობაში, მათ მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და რეგიონებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს და აღინიშნა, რომ სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგად, სტატისტიკური მონაცემები, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს, გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.