1761305716
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შსს-ს ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი, ასევე, შეეხო ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და ამ მხრივ ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს დაუდასტურა ქართული მხარის
მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა თურქმენეთის მხარესთან სამართალდაცვით სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით.