Loading data...
შიდა ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2005 წელს დაბადებული გ.ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა - 1997 წელს დაბადებულ ო.კ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ჯ მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.