Loading data...
მსოფლიოში ყოველდღე 137 ქალი და გოგო პარტნიორის ან ოჯახის წევრის ხელით იღუპება

გაეროს მონაცემებით, თითქმის 10 წუთში ერთხელ მსოფლიოში ქალი ან გოგო პარტნიორის ან ოჯახის წევრის ხელით იღუპება, რაც დღეში 137 დაღუპულს უდრის. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

2024 წელს 83 000 ქალი და გოგო განზრახ იყო მოკლული, მათგან 60% ინტიმური პარტნიორის ან ახლო ნათესავების მსხვერპლი იყო.

შედარებისთვის, კაცების მკვლელობების 11% ინტიმური პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ არის ჩადენილი.

„ფემიციდი ანუ ქალის განზრახ მკვლელობა გენდერული ძალადობის ნიადაგზე, არ ჩნდება არსაიდან. ეს ძალადობის ფინალური წერტილია, რომელიც კონტროლიდან, მუქარიდან და დევნიდან იწყება, მათ შორის ეს პროცესი ონლაინ ხდება“, - განაცხადა „გაერო-ქალების“ სტრუქტურის პოლიტიკის, პროგრამების და სამთავრობათაშორისო ურთიერთობების განყოფილების დირექტორმა, სარა ჰენდრიქსმა.

ფემიციდის ყველაზე მაღალი დონეა აფრიკაში, შემდეგ მოდის ამერიკის ქვეყნები, ოკეანეთი, აზია და ევროპა.