Loading data...
სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მასში მალულად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღის, 2 მჭიდის და 98 ცალი საბრძოლო ვაზნის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.