FT: ირანი ევროპაში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებს განიხილავს, თუ აშშ ესკალაციაზე წავა
გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ევროპაში აშშ-ის ძალებსა და მათ მიერ გამოყენებული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმებს განიხილავს, თუ ვაშინგტონი კონფლიქტის შემდგომ ესკალაციაზე წავა. ამის შესახებ Financial Times-ი თეირანის ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროების მტკიცებით, ირანმა დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამერიკულ სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობის განხილვა, შეერთებული შტატების მიერ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში.
სავარაუდო სამიზნეების ჩამონათვალში მოხვდა ბულგარეთი, რომელმაც გასულ თვეს აშშ-ს ნება დართო, რომ ბეზმერის ავიაბაზა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საწვავის შესავსებად გამოიყენოს, ასევე, კვიპროსი, სადაც მარტში ბრიტანულ ავიაბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
გასულ თვეში თეირანი დიდ ბრიტანეთს დაემუქრა იმ ობიექტებზე დარტყმებით, რომლებსაც აშშ-ის სამხედროები ირანის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში იყენებენ.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, განიხილება ჰორმუზის სრუტეში წყალქვეშა კაბელების დაზიანების ვარიანტები.
წყაროები ამბობენ, რომ ომის გეოგრაფიის ასეთი გაფართოება „ვაშინგტონის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული“.