Loading data...
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა 65 წლამდე მამა დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.