1767879301
სამართალი
სასამართლომ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა არ შეუცვალა
20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, გადაისინჯა გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა არ შეეცვალა. არ დაკმაყოფილდა არც ადვოკატის მოთხოვნა საქმის შეწყვეტის შესახებ.
გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
საქმის არსებითი განხილვა 22 იანვარს დაიწყება.