Loading data...
სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების მიმდებარედ, მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა.

ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო, ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.