1720176241
სამართალი
სამეგრელოში არასრულწლოვანმა თანატოლი მსუბუქად დაჭრა

წალენჯიხაში არასრულწლოვანმა თავისი თანატოლი მსუბუქად დაჭრა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა 4 ივლისს, იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები.
არასრულწლოვანს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული, თუმცა ოპერაცია არ დასჭირდა.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.