Loading data...
სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს

სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, კაცი დაკავებულია.

 გავრცელებული ინფორმაციით, კაცი გოგონას წლების განმავლობაში ავიწროებდა და ამის გამხელის შემთხვევაში, ახლობლების მოკვლით ემუქრებოდა.