1788286756
სამართალი
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
პოლიციამ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი დააკავა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს.
„თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. მან პოლიციელებს ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში, გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა“, - განუცხადეს newshub.ge-ს შს სამინისტროში.