„თუ ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს, კიდევ უფრო მძიმედ დავარტყამთ“ - ტრამპი ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმებს ადასტურებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს და აღნიშნა, რომ დარტყმები გაგრძელდება.
როგორც ტრამპი Truth Social-ში წერს, ამჟამად ჰორმუზის სრუტეში ნაღმები არ არის.
„შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტესთან მდებარე ირანულ სამიზნეებს უტევს. დარტყმები მასშტაბური და ძლიერია და ეს არის პასუხი ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ. ამჟამად სრუტეში ნაღმები არ არის, ისინი სრულად იქნა ამოღებული ან აფეთქებული.
გარდა ამისა, ირანელებმა იორდანიაში ჩვენს სამხედრო ბაზაზე რვა რაკეტა გაისროლეს და ყველა მათგანი წარმატებით იქნა ჩამოგდებული. თუ ირანი ამ თავდასხმას საპასუხო მოქმედებით უპასუხებს, მას კიდევ უფრო მძიმე და უფრო მასშტაბური დარტყმები მიადგება. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა, ის უკვე მზად არის და ელოდება თავის დროს. როდესაც ის დასრულდება, ირანის ისლამური რესპუბლიკისგან ძალიან ცოტა რამ დარჩება!“ - წერს ამერიკის ლიდერი.
The United States is, as we speak, striking Iranian Targets near the Strait of Hormuz. The strikes are large and powerful, and in retaliation for the Iranians’ failed attempt at adding sea mines to the Strait, which currently has no mines (They have been completely removed or… pic.twitter.com/64FZNNnIMi
— Commentary Donald J. Trump Truth Social Posts On X (@TrumpTruthOnX) September 1, 2026