1779283978
სამართალი
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, წალკის, ნინოწმინდის და ვალეს საჯარო სკოლებში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. პროკურორებმა წალკის N1, ნინოწმინდის N1 და ქალაქ ვალეს N2 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„პროკურორებმა მოსწავლეებს შეხვედრებზე ნარკოტიკულ დანაშაულებსა და მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.
საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.