Loading data...
საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად საბაჟო დეპარტამენტის „კინოლოგიის სამმართველოს“ სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით სგპ „სარფში“ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმარ სამსახურებრივი ძაღლის მიერ გამოვლენილი მანიშნებელი/საეჭვო რეაქციის საფუძველზე მოხდა მგზავრის შეჩერება. სამართალდამრღვევი მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე მისი კუთვნილი სამგზავრო ზურგჩანთის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი. საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 36 ძაღლი ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.