1789624598
სამართალი
რუსთავში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა
რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
გამოცემას თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ლომოურის ქუჩაზე თავდაპირველად ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი მოძრავ „ფორდის“ ავტომობილს შეეჯახა - ხოლო მეორე გაჩერებულ „სუბარუს“.