დონალდ ტრამპი კვლავ იმედოვნებს, რომ ირანთან ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმედოვნებს, ირანთან ომის დასრულება ახლოსაა, თუმცა თითქმის შვიდი თვეა მიმდინარე ომის დასრულების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.
„იმედია, ომის დასასრულისკენ მივდივართ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
„მათ შეთანხმების დადება სურთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა მან ირანთან დაკავშირებით და გაიმეორა მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები.
ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ ირანისგან „პირდაპირ“ მიიღო ინფორმაცია, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
როგორც მედია წერს, ტრამპს ომის განმავლობაში, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, არაერთხელ შეუცვლია ომის მიზნები და დასრულების ვადებთან დაკავშირებული განცხადებები. ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს, რასაც თეირანმა ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით საპასუხო დარტყმებით უპასუხა. ამ ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.