1780734714
სამართალი
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ერთ-ერთ მიკროავტობუსს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი მის წინ მოძრავ მეორე მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებული ბავშვები და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც შსს-ში Info9.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.