Loading data...
რომეო მიქაუტაძის საქმეზე განაჩენი ორშაბათს გამოცხადდება

რომეო მიქაუტაძის საქმეზე განაჩენი ორშაბათს გამოცხადდება. სასამართლოში მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაასრულეს. პროცესზე დღეს, 13 მარტს საბოლოო სიტყვის უფლებით ბრალდებულმა ისარგებლა.

პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ივნისში დააკავეს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, ასევე, მოვისმინეთ რომეო მიქაუტაძის პოზიცია მის ბრალთან დაკავშირებით, რომელიც იყო უბრალოდ ემოციური საუბარი. მოგეხსენებათ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს და ზოგადად განაჩენს საფუძვლად უდევს მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულებები ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ მას ცნობს სასამართლო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში. მოგეხსენებათ, მას ბრალი ედება კორუფციულ დანაშაულებში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, - აცხადებს პროკურორი ირაკლი მარშანია.