Loading data...
ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყო - THE TIMES OF ISRAEL

ისრაელმა ირანზე მორიგი იერიში მიიტანა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს. ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL ავრცელებს.

მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქ თეირანზე უფრო ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყეს.

სამხედროების თქმით, დარტყმების სამიზნე, დედაქალაქის მასშტაბით, ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტებია.