Loading data...
ქუთაისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს

შემთხვევა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.