1776344815
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,2.6954 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1734 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1757 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0602 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 აპრილს შევა ძალაში.