Loading data...
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები ოლქების ბათილობის შესახებ არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება, კოლეგიის თავმჯდომარემ გვიან ღამით გამოაცხადა.

კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობა, რითაც საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საიას“ და კოალიცია „ჩემი ხმის“ ჯამში 20 სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა.