Loading data...
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოვლინდა

27 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 187.24 გრამი) მონეტები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43 102.65 ლარი შეადგინა.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.